ნანო ტექნოლოგიები



ნანოტექნოლოგია — ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოსკალის დონეზე.


ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებამედიცინაშიელექტრონიკასა და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს კითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.

No comments:

Post a Comment